ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის დელეგაცია ქართველ კოლეგებს სოფიო ქაცარავას, თამარ ხულორდავას და ირაკლი სესიაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთოხების, ნატოს მომავალი წევრობის საკითხებს, საქართველოს კონტრიბუციას გლობალური უსაფრთხოების სფეროში და ნატოს სამიტს, სადაც საქართველოს მიღწეული შედეგების სათანადო აღიარება და შეფასება უნდა მოხდეს.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები და ევროკავშირის მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიზაციის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე განიხილეს საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრაზე საუბრის თემას წარმოადგენდა ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, სამუშაო დღის წესრიგი და საქართველოსთან ამ მიმართულებით კავშირები, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევები და სამშვიდობო პოლიტიკის საკითხები.
ქართულმა მხარემ ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროჟდანოვასგან მიიღო სრული მხარდაჭერის გარანტიები საქართველოს ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ.
კომენტარები