NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»2018 წლის 4 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34%-ით გაიზარდა

2018 წლის 4 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34%-ით გაიზარდა

04 მაი 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 617 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1,208,430 მგზავრი, რაც 34% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,020,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 35 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის ოთხ თვეში მგზავრთნაკადი 14% გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 104,082 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 118,433 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 68,261 მგზავრმა ისარგებლა. რაც 59 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,983.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1,632 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 91 რეისი შესრულდა.

 

კომენტარები

აეროპორტები მგზავრთნაკადი ტურიზმი 2018-05-04
Tags აეროპორტები მგზავრთნაკადი ტურიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა

შემდეგი სტატია

„აშშ მხარს უჭერს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციას“

მსგავსი სტატიები

თიბისის ბანკმა  ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

თიბისის ბანკმა  ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

25 იან 2018

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

17 სექ 2018
ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც

ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც

05 თებ 2019

უახლესი ამბები

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge