NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავრობა თუშეთის 10 ციხე–სოფლის რეაბილიტაციას გეგმავს

მთავრობა თუშეთის 10 ციხე–სოფლის რეაბილიტაციას გეგმავს

04 მაი 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 445 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის  თქმით, სამწუხაროდ, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი ან დაზიანებულია, ან განადგურების პირას არის მისული. მისივე განცხადებით, პირველ რიგში ძეგლების აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდება, ხოლო შემდგომში სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება.

„თუშეთში ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციის კვლევას. მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული, ან განადგურების პირას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, პირველ რიგში, ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია.

ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს, ესენია –  ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ესენია უძველესი ქართული სოფლები. ჩვენ ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 000 ლარს. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, სტუდენტები. ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები.

შემდგომში, ამ აღწერის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, თანამედროვე პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი თუშეთი რეაბილიტაცია სოფელი 2018-05-04
Tags გიორგი კვირიკაშვილი თუშეთი რეაბილიტაცია სოფელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რატომ ღირს წამლები თურქეთში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?- დავით სერგეენკოს განმარტება

შემდეგი სტატია

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ახალი აიპ-ი იქმნება

მსგავსი სტატიები

ტამპი: ნავთობის ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია

ტამპი: ნავთობის ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია

20 აპრ 2018

“ვერავინ ვერ შემაჩერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას… ძალიან გაუჭირდებათ პროვოკაციის გაკეთება”-სანდრა რულოვსი

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019
ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

29 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge