იუსტიციის მინისტრს შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კითხვები აქვს. თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ პარლამენტში გამოსვლის დროს პრეზიდენტს ამ საკითხზე ესაუბრა.
„საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების წესში რამდენიმე კვირის წინ განახორციელა ცვლილებები, რომლის თანახმადაც მან გააადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშულზე სასჯელს.
ჩვენ იმედი გამოვთქვით მაშინ და ახლაც იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტის ამგვარი ცვლილებები საქართველოს, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლი სახელმწიფოს რეიტინგებში საერთაშორისო დონეზე არ აისახება“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები