NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს პარლამენტის აპარატსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

03 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 359 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია სახელმწიფო დაწესებულებების საგანმანათლებლო ცენტრების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა და საფუძველს ვუყრით თანამშრომლობას, იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით, გაზრდის იმ საქმიანობის ეფექტიანობას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით და ეს არის სახელმწიფო საქმე”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე.

მემორანდუმი, რომელიც დღეს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ათ სახელმწიფო უწყების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდა, არსებული რესურსების ურთიერთგაცვლისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, აპარატების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ შემდგომ განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი განცხადებით, დღეს გაფორმებული მემორანდუმი თავისი ფორმითა და შინაარსით უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს იმ სტანდარტების დანერგვას, რაც სასიცოცხლოდ საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებასა და პროფესიონალური დონის ამაღლებისთვის.

„დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობების ახალ ეტაპს და მე მიხარია, რომ წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებები არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ ერთმანეთთანაც დაიწყებენ მჭიდრო კომუნიკაციას და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო მომავალს წაადგება”-განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის და სახელმწიფო უწყებების საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გაწეული შრომისთვის.
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობისა და განვითარების შესახებ პრეზენტაცია, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თათა ომიაძემ წარუდგინა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრებმა სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის მხრიდან მემორანდუმს ხელი აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოაწერა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

„საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, დღეს მოხდა ათი სახელმწიფო უწყების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, სასწავლო მიზნით არსებული რესურსების ურთიერთგაცვლისა და იმ საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი აპარატების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან რამდენიმე დაწესებულებასთან ერთდროულად განხორციელდა მემორანდუმის გაფორმება და ეს მემორანდუმი მიზნად ისახავს უკვე ხვალიდან, ინტენსიურ რეჟიმში არსებული რესურსების მობილიზებით, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ იმ დასახული მიზნების განსახორციელებლად, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი სტრუქტურების უფრო გამართულ, უფრო ეფექტიან და უფრო ხარისხიან საქმიანობას ეხება”,-განაცხადა ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

კომენტარები

მემორანდუმი პარლამენტი სხდომა 2018-05-03
Tags მემორანდუმი პარლამენტი სხდომა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბოკერია: დებატების შეთავაზება იაფფასიანი პოლიტიკური პიარია

შემდეგი სტატია

მთავარი პროკურორი „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს შეხვდა

მსგავსი სტატიები

თბილისის მერია ტაქსის მძღოლთა წრეს აფართოებს, რომელსაც მანქანის გადაღებვის, თეთრი ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერით სარგებლობა შეეძლება

თბილისის მერია ტაქსის მძღოლთა წრეს აფართოებს, რომელსაც მანქანის გადაღებვის, თეთრი ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერით სარგებლობა შეეძლება

სოსო ელისაშვილი 15 მაი 2019
ნიკა მელია: …ის იქნება პუფი

ნიკა მელია: …ის იქნება პუფი

ნინო ჩხეიძე 08 დეკ 2020

კელი: ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას

20 სექ 2017

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge