NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავრობამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების რეგულაციების დახვეწას მხარი დაუჭირა

მთავრობამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების რეგულაციების დახვეწას მხარი დაუჭირა

03 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 763 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის დახვეწას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაიხვეწოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც გაზრდის საარჩევნო სიის სიზუსტეს და გაუადვილებს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იცვლება არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობის წესი, რომლებიც მოიხსნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან; რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ან რომლებიც რეგისტრირებული არიან მისამართის მითითების გარეშე. კერძოდ,
Ø რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი, ასევე ის ამომრჩეველი, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, საარჩევნო სიაში შევა ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მისამართის გარეშე რეგისტრირებულები სიაში მოხვდებიან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის, არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველი შეძლებს მაშინ, თუკი არჩევნების დღემდე არანაკლებ 21 დღით ადრე გამოცხადდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მიუთითებს მისამართს და გადაიღებს ციფრულ ფოტოს. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველი გათავისუფლდება სხვადასხვა მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
2014, 2016 და 2017 წლების არჩევნებისათვის ამ კატეგორიის პირთა საარჩევნო სიაში შეყვანის მიზანი საარჩევნო კოდექსისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთჯერადი რეგულირების შემოღების გზით მიიღწეოდა. 2016 წელს ეუთო-ს დასკვნაში ჩაიდო რეკომენდაცია, რომ, ერთჯერადად გარდამავალი დებულების მიღების ნაცვლად, მისამართის არმქონე ამომრჩევლებისათვის არჩევნების დღემდე ბევრად ადრე მოძებნილიყო გრძელვადიანი გამოსავალი.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უფასო პირადობის მოწმობების აქცია რამდენიმეჯერ გამოაცხადა, თუმცა, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები პასიურობით გამოირჩევიან.
Ø ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლება, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს სხვადასხვა დაწესებულებიდან ინფორმაცია, რომელიც მას საარჩევნო სიის სრულყოფისათვის სჭირდება; სახელმწიფო ორგანოები კი, ვალდებულნი არიან, სამი დღის ვადაში მიაწოდონ ცესკო-ს ეს ინფორმაცია. დღეს მოქმედი რეგულაციით, შესაბამის ინფორმაციას საარჩევნო კომისია წელიწადში 4-ჯერ იღებს წინასწარ განსაზღვრულ დღეებში: ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისსა და 1 ნოემბერს. ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს მონაცემების ინტენსიურ განახლებას წინასაარჩევნო პერიოდებში;
Ø საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები მოხვდებიან სპეციალურ სიაში და შეძლებენ ხმის მიცემას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საკონსულო აღრიცხვაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო უფლების რეალიზაცია შეუძლია მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, ან თუკი ისინი არჩევნებამდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

კომენტარები

დამტკიცება მთავრობა პარლამენტი 2018-05-03
Tags დამტკიცება მთავრობა პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქალაქო სასამართლოში „გირჩის“ წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება

შემდეგი სტატია

თეა წულუკიანს შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კითხვები აქვს

მსგავსი სტატიები

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

30 იან 2018
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

19 იან 2018
გაბედვა ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტზე და ოპერატორზე, ყოვლად წარმოუდგენელია

გაბედვა ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტზე და ოპერატორზე, ყოვლად წარმოუდგენელია

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge