NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება“

„ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება“

03 მაი 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 565 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ გასამმაგდება ის შესაძლებლობა, რაც ქუთაისის აეროპორტს გააჩნია. დღეს აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში და შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება. დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტერმინალი დასრულდება, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. პირველ ვიცეპრემიერს სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ მიაწოდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის შესრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოების 90 პროცენტი, რომელიც სრულად მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება რკინის კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოები და ამით პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დასრულდება.

ახალი ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

აეროპორტს 6 გასავლელი ექნება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება.

განახლებული ტერმინალი, 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს.

კომენტარები

აეროპორტი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისი ქუთაისის აეროპორტი 2018-05-03
Tags აეროპორტი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისი ქუთაისის აეროპორტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ბატონო პრეზიდენტო, გონივრული ეჭვი მაქვს ბრალსაც წაგიყენებენ “

შემდეგი სტატია

რუსთაველის გამზირზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები შესრულდა

მსგავსი სტატიები

დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით – ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით – ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2019
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

სოსო ელისაშვილი 12 მარ 2018

კობახიძე შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge