დონალდ ტრამპის ყოფილი პირადი ექიმი აცხადებს, რომ 2015 წლის წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ ჯერ კიდევ კანდიდატ ტრამპს „შესანიშნავი ჯანმრთელობა“ ჰქონდა, მას არ ეკუთვნის. მისი თქმით, აღნიშნული წერილი თავად დონალდ ტრამპის დაწერილია.
როგორც BBC წერს, თეთრ სახლს ექიმის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჰეროლდ ბორნშტეინის განცხადებით, ტრამპის დაცვამ მისი ოფისის „რეიდი“ განახორციელა და პრეზიდენტობის კანდიდატის სამედიცინო ისტორია წაიღო.
როგორც ექიმმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განცხადა, მოსაზრება რომ ტრამპი „ყველაზე ჯანმრთელი პრეზიდენტი იქნებოდა“ მისი პროფესიონალური შეფასება არ იყო.
კომენტარები