„ტაბულა“-ს დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს ქვეყანა, ვარდების რევოლუციის დამსახურებით, დემოკრატიის ლიდერია რეგიონში.
ვარდების რევოლუციის შედეგად, ამ ქვეყანაში მოისპო კორუფცია, ბოლო მოეღო ენერგოკრიზისს… აღარ ჩამოვთვლი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რეგიონში პირველად, არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება და მოვიდა ის, ვინც ახლაა.
ვარდების რევოლუცია ეროვნული ღირსების საქმეა და არა რომელიმე პარტიის.
ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლა და გულზე მჯიღის რტყმა, არის ისეთი ჯაგობა, მხოლოდ კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს რომ შეეფერება“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
https://www.facebook.com/tchergo/posts/10212570691082319
კომენტარები