NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სომხურ-ქართული ურთიერთოები დავიცვათ გეოპოლიტიკური ზეგავლენისგან“

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სომხურ-ქართული ურთიერთოები დავიცვათ გეოპოლიტიკური ზეგავლენისგან“

01 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 438 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში პრემიერმინისტრის არჩევის საკითხზე მსჯელობა პრემიერობის კანდიდატთან ნიკოლ ფაშინიანთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. პარლამენტის დეპუტატმა შირაკთოროსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შეკითხვა საქართველოსთან დაკავშირებით დაუსვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებში ქართულ-სომხურ ურთიერთობებს ჰქონდა მხოლოდ ფორმალური სახე, სააკაშვილი პირველობას აძლევდა გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და საქართველო მოაქცია თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. თუმცა, ახალი ხელისუფლება ცდილობს, პირველ ადგილზე დააყენოს საქართველოსა და სომხეთის რეგიონში საერთო ინტერესები, რომელიც დიალოგისთვის მიუკერძოებელ და ეფექტურ შესაძლებლობას შექმნის. თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში“, – მიმართა შირაკ თოროსიანმა პრემიერობის კანდიდატს.

1tv.ge-ის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ეროვნული იდენტობის პატივისცემა შეიძლება გახდეს ის ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს სომხურ-ქართული მეგობრობა.

„მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სომხურ-ქართული ურთიერთოები დავიცვათ გეოპოლიტიკური ზეგავლენისგან, ვინაიდან ხშირად პრობლემები და დაძაბულობა წარმოჩენილა არა იმის გამო, რომ ჩვენი ურთიერთობების პროცესი იყო დაძაბული, არამედ იმიტომ, რომ ზოგი საკითხი განხილულა არა სომხურ-ქართულ ჭრილში, არამედ სხვა ურთიერთობის კონტექსტში.

არ შეიძლება სომხურ-ქართული ურთიერთობები ეყრდნობოდეს არასომხურ-ქართულ სიბრტყეს. მიხარია, რომ დღეს, საქართველოსა და სომხეთში არსებობს ამ რისკების მართვის გარემო. ვთვლი, რომ ორმხრივი ეროვნული იდენტობის პატივისცემა შეიძლება გახდეს ის ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს სომხურ-ქართული მეგობრობა“, –  განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი სომხეთის ოპოზციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია. პარლამენტში მსჯელობის პარალელურად, ერევნის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

გეოპოლიტიკა ნიკოლ პაშინიანი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთი საქართველო სომხეთი 2018-05-01
Tags გეოპოლიტიკა ნიკოლ პაშინიანი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთი საქართველო სომხეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

National Geographic-თან ერთად მასშტაბური კამპანია იწყება

შემდეგი სტატია

უეს მიტჩელი: ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები

მსგავსი სტატიები

რუსთავის 22-ე სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

08 დეკ 2017

„აუცილებელია გამკაცრდეს არსებული კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები“

04 დეკ 2017
მოსკოვში სავაჭრო ცენტრი Персей для детей იწვის

მოსკოვში სავაჭრო ცენტრი Персей для детей იწვის

04 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge