პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ყოველთვის ემხრობა დებატებს და მზად არის აქტუალურ თემებზე დებატების ფორმატში ისაუბროს.
„პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ცალკეული პოლიტიკოსები ხშირად, პრეზიდენტს რაღაც ჯერ რომ რ უთქვამს და ჯერ რომ არ უფიქრია, ამის შესახებ წინასწარ საუბრობენ ხოლმე. მსგავსი რამ წლების განმავლობაში არ უთქვამს, პირიქით ჩვენი მხრიდან ყოველთვის ფიქსირდებოდა პოზიცია, ყოველთვის ვემხრობოდით დებატებს და მხარს ვუჭერდით ყველა წინადადებას, რომელიც დაკავშირებული იყო დებატებთან“,-განაცხადა აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში მოხსენებით წარდგება. გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას მთავრობის წევრები პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით დაესწრებიან. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება.
კომენტარები