ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეთის ტყეში. ცეცხლი ხმელი ხის ტოტებსა და ბალახს უკიდია, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები, თუმცა რთული რელიეფის გამო ცეცხლი ლოკალიზება ვერ ხერხდება.
„ამ ეტაპზე საკმარისია ცოცხალი ძალა, რაც მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, 65 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, რათა ცალკეული ცეცხლის კერები იქნას დამუშავებული და არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. ცოტა ხანში შევიყვანთ დამატებით ტექნიკას, რათა გაწმენდილი იქნეს გზები და უფრო გაუმარტივდეთ მეხანძრე-მაშველებს ხანძართან მუშაობა“,-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალციხის სამსახურის უფროსმა ილია თავთეთრიშვილმა.
კომენტარები