ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაურია. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომა მოითხოვეს.
ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა ტრანსფარანტებიც გამოფინეს წარწერებით – „ადამიანის უფლებების დაკიდების კომიტეტი“.
უფლებადამცველები მიმართავენ სოფო კილაძეს „საკმარისია თამადობა, აკეთოს საქმე ლგბტ თემის უფლებების დასაცავად“.
კომიტეტის სხდომაზე ხმაურია და სხდომა ჯერჯერობით შეჩერებულია.
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის გამო შეჩერებულია
კომენტარები