NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრეზიდენტი: რთული გარემოებაა დღეს, როდესაც ცივი ომის პოლიტიკა იქნა დეკლარირებული რუსეთის მიერ

პრეზიდენტი: რთული გარემოებაა დღეს, როდესაც ცივი ომის პოლიტიკა იქნა დეკლარირებული რუსეთის მიერ

01 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 427 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ნატო- საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხებზე, საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში ნატო -ს კომუნიკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა  ფორუმს ნატო-სა და ქართული დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ პროპაგანდისტული დაპირისპირების ღირსეული და ძლიერი პასუხი უწოდა.

“უმნიშვნელოვანესია ეს შეკრება, რომელიც ძალიან რთულ ვითარებაში იმართება, როდესაც მიმდინარეობს რთული გეოპოლიტიკური და პროპაგანდისტული დაპირისპირება ალიანსთან იმ ღირებულებებთან, რომელსაც საქართველო სრულად იზიარებს და რომელიც განაპირობებს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროგრესსა და წარმატებას.

რატომ უნდათ ქართველებს ნატოში გაერთიანება და რითი არიან ისინი ამ გზაზე ასეთი წარმატებულები? პირველ რიგში, ჩვენ ვერთიანდებით იმ ღირებულებებით რა ღირებულებებითაც გაერთიანებულები არიან ნატო-ს ქვეყნები: ადამიანის თავისუფლება, დემოკრატია და ღია საზოგადოების მშენებლობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატო წარმატებული სამხედრო ალიანსია, რომელმაც შეძლო მიაღწია იმ იდეალისათვის, რასაც თავის ნაწარმოებში სუნ-ძი აღწერდა – მოიგო ომი ბრძოლის გარეშე, და შეძლო ცივი ომის დასრულება მსხვერპლის გარეშე.
ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ცივი ომის პოლიტიკის ინიცირების მცდელობაზე.

“რთული გარემოებაა დღეს, როდესაც სწორედ ეს ცივი ომის პოლიტიკა იქნა დეკლარირებული რუსეთის მიერ, ეს პოლიტიკა ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელიც არსებობს ნატო-ში ამ პოლიტიკის საპირისპიროდ აღმოსავლეთ მიმართულების გაძლიერებისა და გამთლიანების თვალსაზრისით. ცივი ომი ყოველთვის ხდებოდა არა ამა თუ იმ ალიანსების წევრებს შორის, არამედ ის მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებში, მსოფლიო რუკის სხვადასხვა წერტილებში, სწორედ ე.წ. პროქსი ომების სახით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მომავალ სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და დაჩქარდეს.
“იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი, თავდადება და ის მტკიცე არჩევანი შესაბამისად და ადეკვატურად ინება ასახული მომავალ სამიტზე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ფორუმში მონაწილეობენ ექსპერტები ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, ფინეთის, შვედეთის, რუსეთის, უკრაინის წარმომადგენლები.

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი ნატო ფორუმი 2018-05-01
Tags გიორგი მარგველაშვილი ნატო ფორუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი: რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა

შემდეგი სტატია

„მსოფლიოს არ დავიწყებია 2008 წლის მოვლენები“

მსგავსი სტატიები

გუშინდელი დღე სავალალო მაგალითი იყო იმის, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა დესტრუქცია მოაწყოს და ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს

გუშინდელი დღე სავალალო მაგალითი იყო იმის, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა დესტრუქცია მოაწყოს და ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს

ირაკლი შალიკაშვილი 04 სექ 2019

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

14 სექ 2017
ოპოზიციის ლიდერებმა 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის პიკეტირება იგეგმება

ოპოზიციის ლიდერებმა 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის პიკეტირება იგეგმება

ირაკლი შალიკაშვილი 25 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge