NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სოფიო ქაცარავა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

სოფიო ქაცარავა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

30 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1021 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართა „რედისონ ბლუ ივერიაში”, სადაც საგარეო ურთიერთობაა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა.

ფორუმის, მეორე სესიის ფარგლებში, რომელიც ახალ საინფორმაციო გარემოში სახალხო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობას დაეთმო, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.

ევროპული პროგრამის დირექტორის ერიკ ბრატბერგის მოდერატორობით გამართულ პანელში სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარკ ლაიტი, სახალხო დიპლომატიის მრჩეველი მეთ არმსტრონგი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მონაწილეობდნენ.

მსოფლიოში და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, სტრატეგიული კომუნიკაციის გაგებაზე, მიმდინარე პროცესებსა და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია როცა ექსპერტები, პარლამენტის, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასეთი საკითხების გარშემო ერთად მსჯელობენ.

„მიუხედავად გამოწვევებისა ხელისუფლებას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების და რეფორმების გატარების ურყევი კურსი, რაც თანხვედრაშია იმ ორგანიზაციების ღირებულებებთან, რომელთა წევრობაც ჩვენ გვსურს და ეს საჭიროებს კიდევ უფრო გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია გამოვარჩიოთ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისგან, ვინაიდან სტრატეგიული კომუნიკაცია ბევრად უფრო ფართო და მრავალმხრივია. ეს უნდა იყოს ეროვნული პოლიტიკის თანმდევი და ეროვნული ნარატივის ფუძე, რაც ჩართავს პროცესის ყველა დაინტერესებულ მხარეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს პარლამენტის ზედამხედველობის როლი სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინირებულად წარმართვის პროცესში, რაც უფრო პროაქტიულს გახდის მას”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავება.

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები ნატო-ს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან.

კომენტარები

ნატო-საქართველო სიტყვა სოფიო ქაცარავა 2018-04-30
Tags ნატო-საქართველო სიტყვა სოფიო ქაცარავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქაბულში ტერაქტს „რადიო თავისუფლების“ სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა

შემდეგი სტატია

ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

მსგავსი სტატიები

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის და ხალხი განწირულია გამარჯვებისთვის

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის და ხალხი განწირულია გამარჯვებისთვის

ნინო ჩხეიძე 03 ოქტ 2020
დეზინფორმაციია, თითქოს ეს პუნქტები ფასილიტატორებმა დადეს მაგიდაზე

დეზინფორმაციია, თითქოს ეს პუნქტები ფასილიტატორებმა დადეს მაგიდაზე

ირაკლი შალიკაშვილი 16 მარ 2021

“სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის მცდელობა, მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ”

25 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge