NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

30 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 800 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია პარლამეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი და პრიორიტეტია და ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა პარტნიორთან და დაინტერესებულ მხარესთან ჩვენი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დიპლომატიის ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსიებისა და შესაბამისი პროცესების შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება პარლამენტის ჩართულობა, ქვეყნისთვის სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად.

„მოხარული ვარ, რომ ნატო-ს დღეების ფარგლებში, უკვე ტრადიციად იქცა ნატო-საქართველოს საჯარო დიპლომატიის ფორუმის ჩატარება. ეს არ არის რიგითი ღონისძიება. ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ, ვმსჯელობთ ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიც არის ნატო-საქართველოს პარტნიორობა, ახალ და გამოწვევებით სავსე საინფორმაციო ეპოქაში სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოება, საჯარო დიპლომატიის როლი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების მდგრადობის გაზრდაში, და სხვა. მოხარული ვარ რომ ამ დისკუსიებსა და შესაბამის პროცესებში იზრდება პარლამენტის როლი და ჩართულობა. ეს ლოგიკური მოვლენაა, რადგან ჩვენს მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, პარლამენტი იმკვიდრებს საკვანძო ადგილს და როლს სახელმწიფო მმართველობის სისტემაში. საქართველოს პარლამენტმა გადადგა არაერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციაში აისახა საგანგებო ნორმა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს მიღებულ საგანგებო რეზოლუციაზე, რომელშიც მკაფიოდ აისახა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა წარმატებით უმასპინძლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას თბილისში და გაძლიერდა საპარლამენტო თანამშრომლობა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წლის ივლისში, ბრიუსელში იმართება ნატო-ს სამიტი, რომელიც უნდა იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ნატოს ყველა წევრ ქვეყანას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.

„2018 წლის ივლისში, ბრიუსელში იმართება ნატო-ს სამიტი, რომელიც უნდა იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. უკვე 10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. გასული 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მისწრაფებების პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდებოდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობა.
დღეს საქართველო უფრო დაცული, მომზადებული და ნაკლებ მოწყვლადია, ვიდრე წინა წლებში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნატოს ყველა წევრ ქვეყანას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ნატოს წევრობის გზაზე ხელშესახები და არსებითი პროგრესის ყოველგვარმა შეფერხებამ შეიძლება გააძლიეროს სკეპტიკოსთა პოზიციები და ზიანი მიაყენოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, ამგვარი საფრთხე ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებობს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია პროგრესის მხარდამჭერი მკაფიო პოლიტიკური გზავნილები.
„მჯერა, რომ აუცილებელია ნატოს ბრიუსელის სამიტზე დაფიქსირდეს არსებითი და ხელშესახები პროგრესი ორგანიზაციაში საქართველოს წევრობის გზაზე.
ჩვენი პროგრესის ნათელი გამოვლინება იქნებოდა ჩვენი პროგრესის მხარდამჭერი მკაფიო პოლიტიკური გზავნილები. მათ შორის, სამიტის დეკლარაციაში; საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გასამყარებლად დამატებითი ტექნიკური, ფინანსური თუ სხვა ტიპის პრაქტიკული მხარდაჭერა; მზარდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები; ნატოს ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში; ქართული რეფორმების მკაფიოდ მხარდაჭერა და წახალისება”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აარონ უეს მიტჩელმა და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაკან ილდემი.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლი, ასევე რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს.
ფორუმში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

გამისვლა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავჯდომარე 2018-04-30
Tags გამისვლა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს, ხოლო ევრაზიულ კავშირში – 21%

შემდეგი სტატია

შეიარაღებული ძალების დღე მშვიდობისმყოფელების მილოცვით დაიწყო

მსგავსი სტატიები

გასეირნება ნიუ-იორკში

14 სექ 2017
ადვოკატი: პროკურორი ყოფილ დეპუტატს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით ემუქრება

ადვოკატი: პროკურორი ყოფილ დეპუტატს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით ემუქრება

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018
“ეს არის პირდაპირი ჩარევა სამინისტროსი და ოლიმპიური კომიტეტის,”- ხაბარელი დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის მოთხოვნაზე საუბრობს

“ეს არის პირდაპირი ჩარევა სამინისტროსი და ოლიმპიური კომიტეტის,”- ხაბარელი დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის მოთხოვნაზე საუბრობს

20 თებ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge