NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი და საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია

ირაკლი კობახიძე: ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი და საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია

30 აპრ 2018 ახალი ამბები 551 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია. თქვენ წარმოადგენთ ქვეყნისა და საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელსაც იმედით შეჰყურებს და განსაკუთრებულ პატივს სცემს ჩვენი ხალხი და მთავრობა”,- ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ სამხედრო მოსამსახურეებს და საქართველოს პარლამენტის სახელით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ მისიაზე და როლზე გაამახვილა და ყველა ჯარისკაცს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისათვის განსაკუთრებული პატივია სამხედრო სამსახური თავისუფალი საქართველოს ჯარში. საქართველოს პარლამენტის სახელით დიდ მადლობას გიხდით საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის მსოფლიოში. საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშობლოს ემსახურებიან არა მარტო ჩვენი საზღვრებისა და მოსახლეობის დაცვით, არამედ შორეულ ქვეყნებში საერთაშორისო უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომითაც. დღევანდელ მსოფლიოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბებაში.

„საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, არსებობის არც თუ ისე დიდი ხნის მიუხედავად, არაერთხელ დაუდასტურეს სამშობლოს თავიანთი თავდადება. დღეს თქვენ არა მარტო ღირსეულად იცავთ სამშობლოს თავისუფლებას, არამედ დიდ როლს ასრულებთ საქართველოს დემოკრატიულ და თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბებაში. შეიარაღებული ძალები ჩვენი ხალხის სურვილებისა და მისწრაფებების უპირველესი შემსრულებელია”,-განცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, თითოეული ქვედანაყოფი დამსახურებულად სარგებლობს სიყვარულითა და ავტორიტეტით არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებშიც.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისათვის დაღუპული გმირები გაიხსენა. ირაკლი კობახიძემ მადლობის სიტყვებით მიმართა ვეტერან მებრძოლებს.

„დღევანდელი დღის აღნიშვნისას, ყველაზე დიდი პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისათვის დაღუპულ ჩვენს გმირებს. მათი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას, სანამ საქართველოში პატივს მიაგებენ ვაჟკაცობასა და სამშობლოს ერთგულებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ვეტერან მებრძოლებს, რომლებმაც თავიანთი ახალგაზრდობა, ენერგია და ხშირად, ჯანმრთელობაც შეალიეს საქართველოს თავისუფლებასა და დიდებას. სამშობლოს დაცვა ყველა ჩვენთაგანის წმინდა ვალია. თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში, ვისაც წილად გხვდათ ამ წმინდა მისიის შესრულება სამშობლოს წინაშე”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ვაზიანში, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

კომენტარები

განცხადება თავდაცვა ირაკლი კობახიძე 2018-04-30
Tags განცხადება თავდაცვა ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბრიტანულ ოფშორებში რუსი ოლიგარქების ფული დაითვალეს

შემდეგი სტატია

„გააგრძელეთ რესპონდენტების შანტაჟი, რადიკალურ-მიშისტური სარედაქციო პოლიტიკა“

მსგავსი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ავლაბრის სასახლეში მასპინძლობს

სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ავლაბრის სასახლეში მასპინძლობს

17 აპრ 2019

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი

23 იან 2018
“ამ კლანის წევრებს არ აქვთ გაცნობიერებული ადამიანის მნიშვნელობა“ – იურისტები სერგო მეთოფიშვილის განცხადებებზე რეაგირებას ითხოვენ

“ამ კლანის წევრებს არ აქვთ გაცნობიერებული ადამიანის მნიშვნელობა“ – იურისტები სერგო მეთოფიშვილის განცხადებებზე რეაგირებას ითხოვენ

20 თებ 2019

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge