რუსი ოლიგარქები ქონება ბრიტანულ ოფშორებში 5-ჯერ მეტია ვიდრე თავად დიდი ბრიტანეთში. ამის შესახებ ბრიტანული The Sunday Times-ი ორგანიზაცია Global Witness-ზე დაყრდნობით წერს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქების ქონება ოფშორებში 47 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 34 მილიარდი ფუნტიდან (47 მლრდ დოლარი) 30 მილიარდი ფუნტი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა განთავსებული.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ტერიტორიებზე კიდევ 110 მილიარდმა დოლარმა გაიარა. რუსებისთვის „სასურველ“ ადგილებს შორის ვირჯინიის კუნძულები მეორე ადგილს იკავებენ. პირველ ადგილზე კვლავ კვიპროსია“, – წერს ბრიტანული გამოცემა.
კომენტარები