NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საია: არჩევნებზე ძალადობის ფაქტი არ გამოვლენილა

საია: არჩევნებზე ძალადობის ფაქტი არ გამოვლენილა

29 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 336 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვანსა და ხონში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.

სულხან სალაძემ მედიისთვის ბრიფინგი გამართა და იმ დარღვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა. საიას შეფასებით, პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

მათი შეფასებით,ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა გადასატან ყუთს უკავშირდება. კერძოდ, 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანზე გადასატანი ყუთების სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც 3% – იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია.

დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. საიას შეფასებით, ეს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი კონტროლია, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. ასევე, საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დაფიქსირდა ერთი ინციდენტი ხონის #5 საარჩევნო უბანთან როდესაც ერთმანეთს ,,ევროპული საქართველოსა” და ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ცესკომ ვანისა და ხონის ყველა უბნის ხმების დათვლა დაასრულა.

არჩევნებში ხმების უმრავლესობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა, მას ხმების 57.86% აქვს.

მეორე ადგილზეა „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავაა  38.38%-ით. ამომრჩეველთა აქტივობამ 57,9 % შეადგინა.

არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან 5 პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფმა. ეს კანდიდატები იყვნენ: „ქართული ოცნება“ – გივი ჭიჭინაძე, „ევროპული საქართველო“ – გიგი უგულავა, „ტრადიციონალისტები“ – ამირან ქართველიშვილი, „პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

კომენტარები

არჩევნები საია ძალადობა 2018-04-29
Tags არჩევნები საია ძალადობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით წამლობითი სამუშაოები იწყება

შემდეგი სტატია

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 4 მეომარი საჩხერეში სამხედრო პატივით დაკრძალეს

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია

ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2019

მამუკა ბახტაძე: განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა

სოსო ელისაშვილი 02 ოქტ 2018
ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა

ირაკლი შალიკაშვილი 17 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge