პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ვანსა და ხონში, მაჟორიტარობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“, გიგი უგულავამ, ხმა ხონში, N3 საარჩევო უბანზე მისცა.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევს.
შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
კომენტარები