NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საპარლამენტო დელეგაციამ რუმინეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საპარლამენტო დელეგაციამ რუმინეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

27 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 771 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში შეხვედრები დაასრულა.

ვიზიტის ბოლო დღეს ქართველი კანონმდებლები რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, მონიკა გეორგიტას და ტურიზმის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, კრისტინა იონელა ტარტეატას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნისთვის საერთო მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნა. მანვე ევროინტეგრაციის პროცესში, რუმინეთის მხრიდან საქართველოს აქტიურ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა მიმდინარე წლის 25 აპრილს, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე „High level meeting on peacebuilding and sustaining peace”, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას, რუმინეთის სახელმწიფო მდივნის, დან ნიკოლასკუს მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის დღის წესრიგი და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

ტურიზმის სამინისტროში შეხვედრა ორ ქვეყენას შორის ტურისტული მიმოსვლის გააქტიურებისა და ტურიზმის განვითარების შესახებ მსჯელობას დაეთმო. რუმინეთის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოითქვა სრული მზადყოფნა რუმინეთში საქართველოს პოპულარიზაციასთან მიმართებაში და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე, რათა ერთობლივად ორმხრივად სასარგებლო პროექტები განხორციელდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ეკოტურიზმის მიმართულებით.

საპარლამენტო დელეგაციამ ვიზიტი რუმინეთის საპატრიარქოს, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ტაძრისა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის საჯარო სკოლის მონახულებით დაასრულა.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები გიორგი მოსიძე, პაატა მხეიძე, კობა ლურსმანაშვილი და მამუკა ჩიქოვანი დაესწრნენ.

კომენტარები

რუმინეთი საქართველო შეხვედრა 2018-04-27
Tags რუმინეთი საქართველო შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მგონი დროა ბიძინამ ღარიბაშვილიც გვერდით მოისვას“

შემდეგი სტატია

„ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა ხელში არ ეჭირა“

მსგავსი სტატიები

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

23 დეკ 2017
შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა

შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა

14 იან 2018
ბესელია კობახიძეს: ახლოდან გდარაჯობთ, რომ პარლამენტი არ გადაწვათ ვიდრე ფერები გაგირჩევიათ

ბესელია კობახიძეს: ახლოდან გდარაჯობთ, რომ პარლამენტი არ გადაწვათ ვიდრე ფერები გაგირჩევიათ

News 20 მარ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

  • მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

    მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

  • ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

    ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

  • ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

    ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge