„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 19 კაციანი შემადგენლობა მცირდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხდებით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას პარტიის ყრილობაზე უყრიან კენჭს.
„პოლიტსაბჭოს განახლებაც არის, რა თქმა უნდა, ამ პროცესის ნაწილიც, ანუ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის წარდგენა და კენჭისყრაც მოხდება პარტიის მომავალ ყრილობაზე. ეს გადაწყდება შიდაპარტიული კონსულტაციების გზით, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე გაიმართება, მათ შორის, პოლიტსაბჭოს დღევანდელ წევრებთან და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია კონკრეტულ შემადგენლობაზე საუბარი“,-განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები