NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„პიქსელის’’ შენობასთან, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

„პიქსელის’’ შენობასთან, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

27 აპრ 2018 ახალი ამბები, სამართალი 603 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ,,პიქსელის’’ შენობის წინ, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, განზრახ  მკვლელობის მცდელობა. 
საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დილის საათებში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა შ.ტ.-მ, „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს თ. ტ.-ს, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში. ქალს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. 
ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი, თუმცა მიუთითა რომ ქმედების ჩადენისას იყო აფექტურ მდგომარეობაში. 
არსებითი განხილვის სხდომებზე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კერძოდ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქმედების განხორციელებისას ბრალდებული არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში, ასევე სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არ დადასტურდა ბრალდებულის შეურაცხადობა, ქმედების ჩადენის დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო  დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ და მოძალადე ქმარს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

კომენტარები

განზრახ მკვლელობის მცდელობა პატიმრობა პიქსელის შენობა სასამართლო 2018-04-27
Tags განზრახ მკვლელობის მცდელობა პატიმრობა პიქსელის შენობა სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„პოლიტსაბჭო სრულად უნდა შეიცვალოს“

შემდეგი სტატია

ჩინეთში მამაკაცმა ცივი იარაღით 7 მოსწავლე მოკლა

მსგავსი სტატიები

თორდინავა: თანამდებობიდან დღესე გათავისუფლდებიან აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე

25 სექ 2017
Vanity Fair – ის ოსკარის პორტრეტები

Vanity Fair – ის ოსკარის პორტრეტები

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება“

20 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge