NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბრიტანელი ექსპერტები ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ

ბრიტანელი ექსპერტები ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ

27 აპრ 2018 ახალი ამბები, სამართალი 768 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბრიტანელი ექსპერტები თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში, ალტერნატიულ ექსპერტიზას ნივთიერი მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ჩაატარებენ.

როგორც ექსპერტმა ჯეისონ პეინი–ჯეიმსმაგანაცხადა, ის საკუთარ საქმეში ყოველთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.

„ჩვენი მხრიდან არის მონდომება, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართოს. ამ დრომდე, ნივთიერი მტკიცებულებები არ იყო ხელმისაწვდომი და ვერ გავეცანით. თუმცა ვიმედოვნებთ, ეს დროულად მოხდება. მტკიცებულებებს გავეცნობით და დავიწყებთ მუშაობას. მე ყოველთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვარ ჩემ საქმეში“, – განაცხადა ექსპერტმა.

დიდი ბრიტანეთის ექსპერტ-კრიმინალისტები ჯეისონ პეინი-ჯეიმსი და სიუ კარნი საქართველოში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს დაცვის მხარის მოწვევით ჩამოვიდნენ. ცნობილი ბრიტანელი ექსპერტები დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ სპეციალისტებთან ერთად, კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ. კვლევაზე ექსპერტთა ჯგუფი ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში იმუშავებს.

„ჯერ საუბარი ადრეა იმაზე, თუ რა და როგორ შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე, უნდა გავეცნოთ მასალებს, მტკიცებულებებს. პირველ რიგში ეს არის ჩვენი საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რამეს თქმა“, – განაცხადა სიუ კარნმა.

პროკურატურამ სასამართლოში სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. საპროცესო კოდექსის მიხედვით, ალტერნატიული ექსპერტიზისთვის საექსპერეტო მასალა მხარეებს მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა.

ექსპერტი ჯეისონ პეინი-ჯეიმსი არის დამოუკიდებელი სპეციალისტი კრიმინალისტიკისა და სასამართლო მედიცინის სფეროში. როგორც სამედიცინო ექსპერტი, ის საქმიანობს დიდ ბრიტანეთში და  სხვა ქვეყნებში. პეინი–ჯეიმსი წამყვანი ლექტორი კამერონის სასამართლო მედიცინის მეცნიერებათა სფეროში; დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული ტრავმების მონაცემთა ბაზის კონსულტანტი; სასამართლო მედიცინის ევროპული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; აგრეთვე, წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს საერთაშორისო სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფის წევრი.

როგორც რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ჩატარებულმა ექსპერტიზამ ვერ გასცა პასუხი კითხვას, იმასთან დაკავშირებით, რამდენი დანა იყო გამოყენებული, ვინ მიაყენა კონკრეტული დაზიანებები და ვის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა არასრულწლოვანი. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნამ კი, სწორედ ამ კითხვებს უნდა უპასუხოს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

წყარო: „პირველი არხი“.

კომენტარები

ალტერნატიული ექსპერტიზა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე ბრიტანელი ექსპერტები ექსპერტიზა მკვლელობა ხორავას ქუჩა 2018-04-27
Tags ალტერნატიული ექსპერტიზა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე ბრიტანელი ექსპერტები ექსპერტიზა მკვლელობა ხორავას ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ბიძინას ხეების თრევას ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტი სამეგრელოში“

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ესტუმრა

მსგავსი სტატიები

ლისი დეველოპმენტი უკრაინის ბაზარზე შევიდა

07 ნოე 2018
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

15 ივლ 2018
ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ნატო ჩხეიძეს დღეს პროკურატურაში ელოდებიან

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ნატო ჩხეიძეს დღეს პროკურატურაში ელოდებიან

28 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge