NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ

თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ

26 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 655 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – „მოტ მაკდონალდის“ 5 სპეციალისტი პროექტზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად უკვე მუშაობს. წლის ბოლომდე ისინი აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის (CDIA) დაფინანსებით მოამზადებენ პროექტებს, რომლებიც შეეხება თბილისში ე.წ. „ბასლეინების“ განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნების შერჩევას, პარკირების მართვის სტრატეგიას და ტაქსების სფეროს რეგულაციებს.

უცხოელი ექსპერტების შეთავაზებით, ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები შესაძლოა მოეწყოს რუსთაველის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე, პეკინის გამზირზე, დიდი დიღმისა და დიღმის მასივის გავლით წერეთლის გამზირზე. მათი მოწყობის შესაძლებლობა, ასევე, განიხილება ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც.

პარალელურად, უცხოელი ექსპერტები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების საკითხებსა და თანამედროვე პროგრამებში.

აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის გრანტით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან გასული წლის ნოემბრიდან თანამშრომლობს ექსპერტი მარკ სელინი. მან, ასევე, იმუშავა აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსებულ კვლევაზე, რომლის ფარგლებში „მოტ მაკდონალდმა“ თბილისის მერიას 5 დერეფანი შესთავაზა, საიდანაც დიდი დიღომი – დიდუბე – მეტრო „მარჯანიშვილის“ მარშრუტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და კონცეპტუალური დიზაინი დაამუშავა.

კომენტარები

ავტობუსი ზოლები თბილისი 2018-04-26
Tags ავტობუსი ზოლები თბილისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეჩვენებინა ჩემი შვილებისთვის და სალომეს მეგობრებისთვის, რომ სამართალი არსებობს“

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში

მსგავსი სტატიები

ენერგოუსაფრთხოება და რეგულაციები – სამუშაო ჯგუფი დღეს მორიგ შეხვედრას მართავს

ენერგოუსაფრთხოება და რეგულაციები – სამუშაო ჯგუფი დღეს მორიგ შეხვედრას მართავს

04 თებ 2019
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და ძალადობისთვის   ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

29 აგვ 2018
იტალიაში სვანეთის დღეები იმართება

იტალიაში სვანეთის დღეები იმართება

18 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge