NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″: ″პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში″ თურქეთის მდგომარეობა გაუარესდა

″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″: ″პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში″ თურქეთის მდგომარეობა გაუარესდა

26 აპრ 2018 ახალი ამბები, მსოფლიო 147 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) 2018 წლის “პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის” ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, თურქეთი 180 ქვეყანას შორის 157-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, თურქეთში “პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის” მაჩვენებელი გაუარესდა.
RSF მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთი ″მსოფლიოში ჟურნალისტებისთვის ყველაზე დიდი ციხედ″ არის მოიხსენიებული და აღნიშნულია,

რომ გადატრიალების მცდელობის შემდეგ ძალიან ბევრი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული. ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ კი სასამართლომ ერთმანეთის მიყოლებით მათი საქმეების განხილვა დაიწყო.
ანგარიშში, კანონის უზენაესობის უგულებელყოფაზეც არის საუბარი სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ იანვარში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები მეჰმეტ ალტანი და შაჰინ ალფაი გათავისუფლებულიყვნენ, ქვემდგომმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ამ გადაწყვეტილების განხორციელება.
ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლება მხოლოდ თურქეთში არ გაუარესებულა. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მონაცემებით, მთელ მსოფლიოში პრესისა და ჟურნალისტების მიმართ მტრული დამოკიდებულება,

განსაკუთრებით პოლიტიკური ლიდერების ღია მხარდაჭერით მატულობს.
″პოლიტიკური ლიდერების პრესის მიმართ მტრული დამოკიდებულება მხოლოდ თურქეთის(ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 157 – ე ადგილზეა) და ეგვიპტის(161-ე ადგილი) მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ამ ორ ქვეყანაში კი ″პრესის ფობია″ იმდენად ცხადია, რომ ჟურნალისტებს რეგულარულად ტერორისტულ ბრალდებებს უყენებენ და ისინი, ვინც ხელისუფლების ერთგულები არ იქნებიან, თვითნებურად აპატიმრებენ″, – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: www.diken.com.tr

კომენტარები

თურქეთი რეპორტიორი საზღვრებს გარეშე 2018-04-26
Tags თურქეთი რეპორტიორი საზღვრებს გარეშე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გაბრაზებული იქნება. არ გაუმართლა გუნდმა“

შემდეგი სტატია

“მინდა, საზოგადოებას ვამცნო ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება ჩვენს გუნდში”

მსგავსი სტატიები

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 26 აპრილს გაიმართება, მას პრემიერიც დაესწრება

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 26 აპრილს გაიმართება, მას პრემიერიც დაესწრება

25 აპრ 2018

ახალციხის სოფელ ანდრიაწმინდაში ხანძარია

21 სექ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge