NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“მინდა, საზოგადოებას ვამცნო ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება ჩვენს გუნდში”

“მინდა, საზოგადოებას ვამცნო ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება ჩვენს გუნდში”

26 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 356 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან საზოდოებას ის მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო რაც მომავალში მმართველ გუნდში იგეგმება:

“მინდა, საზოგადოებას ვამცნო ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება ჩვენს გუნდში – პარტია “ქართულ ოცნებაში”. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოების ინტერესი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ და ხალხს სჭირდება სიცხადე.

ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ამავე დროს, ჩვენ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში.

ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის, მისი დამაარსებლის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.

მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.
მას ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი, პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს.
უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ უკვე მალე – ყრილობა და დარწმუნებულები ვართ, რომ, როგორც პოლიტსაბჭო, ასევე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად, არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.
დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენთვის, პარტია „ქართული ოცნების” თითოეული წევრისთვის, ჩვენი გუნდისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის.
დიდი მადლობა.”

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი მმართველი გუნდი სიახლეები 2018-04-26
Tags გიორგი კვირიკაშვილი მმართველი გუნდი სიახლეები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″: ″პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში″ თურქეთის მდგომარეობა გაუარესდა

შემდეგი სტატია

„დღეს შრომით ბაზარზე, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში, არსებობენ სტაჟიორები და სამწუხაროდ, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში სტაჟიორის სტატუსი განსაზღვრული არ არის”

მსგავსი სტატიები

“არაეთიკური, გაუმართლებელი” – “ადვოკატთა ასოციაცია” იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებებს აფასებს

“არაეთიკური, გაუმართლებელი” – “ადვოკატთა ასოციაცია” იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებებს აფასებს

19 თებ 2019
საგანგაშო არაფერი არ არის – ანრი ოხანაშვილი ეუთოს დასკვნაზე

საგანგაშო არაფერი არ არის – ანრი ოხანაშვილი ეუთოს დასკვნაზე

News 01 მარ 2019
მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოს სხდომის მოულოდნელად გამართვის შესახებ განმარტებებს აკეთებს

მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოს სხდომის მოულოდნელად გამართვის შესახებ განმარტებებს აკეთებს

ირაკლი შალიკაშვილი 24 სექ 2019

უახლესი ამბები

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

  • ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

    ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

  • სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

    სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

  • მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

    მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

  • გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

    გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge