NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: დღეს არის აბსოლუტურად პლურალისტული გარემო, უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა

ირაკლი კობახიძე: დღეს არის აბსოლუტურად პლურალისტული გარემო, უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა

25 აპრ 2018 ახალი ამბები 518 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ თუ რა ვითარებაა მედიაპლურალიზმის მხრივ საქართველოში. 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით მდგომარეობა არის განსაკუთრებულად გაუმჯობესებული. მაშინ სრულად იყო მონოპოლიზებული მედია სივრცე მაშინდელი ხელისუფლების მიერ. დღეს არის აბსოლუტურად პლურალისტული გარემო. უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს მიღწევა არ მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ, კიდევ მეტად განვამტკიცოთ. ეს არის ჩვენი სულისკვეთება.”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომელიც „ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას შეეხებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებითად კრიტიკული მედიის არსებობა არის მიღწევა, რომელიც ქვეყანას 2012 წლის შემდეგ აქვს.

„არა მგონია ვინმე ეთანხმებოდეს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მედიაპლურალიზმის კუთხით არაფერი შეცვლილა. მარტივი ვითარება იყო. 2012 წლამდე იყო სრული მონოპოლია და დღეს არის არა მხოლოდ დემონოპოლიზებული სისტემა, არამედ უფრო მეტიც, არის არსებითად კრიტიკული მედია ხელისუფლების მიმართ. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2012 წლის შემდეგ”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიში მიკერძოებულია და ეყრდნობა ასევე მიკერძოებული ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს.

„მე ამაზე გავაკეთე ვრცელი განცხადება. რაც შეეხება ფრიდომ ჰაუზს, რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომელთა დასკვნებსაც ეყრდნობა მათი საბოლოო ანგარიში. აშკარად არის მიკერძოებული ანგარიში და იმ ორგანიზაციების მხრიდან არის მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც თავის მხრივ არიან მიკერძოებულნი”.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთია ანგარიშები და დასკვნები და მეორეა ის, რასაც საზოგადოება ხედავს თვალნათლივ, როგორც სასამართლო სფეროში ასევე მედია პლურალიზმის სფეროში და ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.

„ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა საზოგადოება თავის მხრივ, ყველაფერს ხედავს. საზოგადოება ხედავს, რომ სასამართლო სისტემის მხრივ გვაქვს რადიკალური გაუმჯობესება. ამ მიმართულებითაც, იუსტიციის სამინისტრო სრულად აკონტროლებდა 2012 წლამდე სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა იყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

განცხადება ირაკლი კობახიძე მთავრობა 2018-04-25
Tags განცხადება ირაკლი კობახიძე მთავრობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერევანში პოლიციისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება დაიწყო

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ხელმძღვანელი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ხელმძღვანელი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება

18 აპრ 2018

ბელორუსმა რუსეთისაგან 700 მილიონი დოლარის კრედიტი მიიღო

15 სექ 2017
„მინიმუმ შეცდომა და მაქსიმუმ ტრაგედია” – „ქალთა მოძრაობა” პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნაზე

„მინიმუმ შეცდომა და მაქსიმუმ ტრაგედია” – „ქალთა მოძრაობა” პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნაზე

22 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

    ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

  • წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

    წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

  • იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

    იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

  • გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

    გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge