NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე 715 საპარკინგე ადგილი მოეწყობა

გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე 715 საპარკინგე ადგილი მოეწყობა

25 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 944 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე.

კახა კალაძის განცხადებით, სამივე ტერიტორიაზე ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რათა ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით ქალაქს აწუხებს. ჩვენ მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ დედაქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მინდა გთხოვოთ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესებულ კომპანიას მიაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა თვითონ ამ კომპანიების მხრიდან იქნება გასაკეთებელი და შემდეგ უკვე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებულია კვლევა, რომლის მიხედვით დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 10 ლოკაცია შეირჩა. ამჯერად მერიამ ინტერესთა გამოხატვა სამ მათგანზე გამოაცხადა.

 

კომენტარები

გეგეშიძის ბაღი თბილისი კალაძე კახა კალაძე მერია მეტროსადგური „ვარკეთილი“ მიწისქვეშა პარკინგი პარკინგი რკინიგზის სადგური 2018-04-25
Tags გეგეშიძის ბაღი თბილისი კალაძე კახა კალაძე მერია მეტროსადგური „ვარკეთილი“ მიწისქვეშა პარკინგი პარკინგი რკინიგზის სადგური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კალაძე მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობას სთავაზობს

შემდეგი სტატია

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით თბილისის მერია ყოველთვიურ ფესტივალს იწყებს

მსგავსი სტატიები

მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს კლანის წევრები სასამართლო სისტემიდან წავიდნენ-ეკა გიგაური “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს

მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს კლანის წევრები სასამართლო სისტემიდან წავიდნენ-ეკა გიგაური “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს

06 თებ 2019

თათია ახალაია წარმატებით გამოვიდა პარიზის მოდის კვირეულზე

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
„წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი“

„წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი“

13 იან 2018

უახლესი ამბები

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge