დავით უსუფაშვილი მზადაა იყოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა
რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საუბრისას განაცხადა.
„დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, რომ მივიხედ-მოვიხედოთ და ავწონ-დავწონოთ, რამდენად სწორია ესა თუ ის ნაბიჯი არა მხოლოდ წარმატება-წარუმატებლობის შანსების აწონ-დაწონვის თვალსაზრისით, არამედ, რა ხდება ზოგადად, სპექტრში – ვინ აპირებს კიდევ ამ პროცესში ჩართვას და თუ ვინმე აპირებს, რა პლატფორმით აპირებს. თუ ვხედავთ, რომ მსგავსია ჩვენი ხედვები, პლატფორმები 2-3 შესაძლო კანდიდატის, ალბათ აჯობებს, სანამ კანდიდატობას შევუდგებით, გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კომენტარები