კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი გამოეხმაურა. რუსუდან გოცირიძის განცხადებით, ეს არის საშინელი ბორკილი იმე ქვეყნისთვის, რომელ ქვეყანაშიც ეს კანონები მოქმედებს.
„ეს არის საშინელი ბორკილი იმე ქვეყნისთვის, რომელ ქვეყანაშიც ეს კანონები მოქმედებს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გააკრიტიკებენ რომელიმე რელიგიურ თემს, არამედ შეეხება ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც ასოცირდება რელიგიასთან. საბოლოო ჯამში მივიღებთ ერთ დიდ მონსტრს ცენზურის სახით“,-განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
კომენტარები