ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას რუსეთში ვიზიტს თანაგუნდელი ემზარ კვიციანი გამოეხმაურა. კვიციანი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებელია, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთში ლომიას ვიზიტთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
„წაგვართვეს ტერიტორიები და ჩვენ ვიბუტებით კიდევ? უნდა მივიდეთ, ველაპარაკოთ და ან ძალით წავართვათ ან მოლაპარაკებით დავიბრუნოთ ჩვენი. რა თქმა უნდა, რუსეთს არ აწყობს ჩვენთან ლაპარაკი“,-განაცხადა კვიციანმა.
კომენტარები