NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ იმსჯელეს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ იმსჯელეს

24 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 389 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გრძელდება.

საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ სემინარის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ესაუბრნენ.

არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები გააცნო.

უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს პარლამენტისა და ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის ახალი რედაქციაც.

„საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ არის ჩვენი ხელისუფლების, პარლამენტის უმთავრესი პრიორიტეტი და ამის მტკიცე დასტურია საქართველოს პარლამენტის მიერ, ახლახანს მიღებული კონსტიტუცია”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის წევრმა დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აღსანიშნავი პროგრესია დემოკრატიის არსებითი კომპონენტის – ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღსანიშნავი გაუმჯობესებაა მიღწეული საქართველოს პენიტენციურ ინსტიტუციებში. ეს არის გაუმჯობესება არა მხოლოდ ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, არამედ ეს დადებითად შეფასდა და აღინიშნა სხვადასხვა საერთაშორისო და და დამოუკიდებელი მხარეების ანგარიშებში”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძე.

საარჩევნო სისტემაზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი NDI-ს გამოკითხვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობა გაუმჯობესებულია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ჩართულობა, გაძლიერდნენ პოლიტიკური პარტიები და უკეთ ვიყოთ მომზადებულნი, რათა ამომრჩეველს უკეთესი პოლიტიკური პროგრამა შევთავაზოთ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ შეძლებს კონსტიტუციის საკუთარ საჭიროებებზე მორგებას.

„ყოველი ხელისუფლება ცდილობდა, კონსტიტუცია საკუთარ საჭიროებებზე მოერგო. ამ შემთხვევაში კი, ის რედაქცია, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და პარლამენტში მხარი დავუჭირეთ, ამას აღკვეთს და მომავალში, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციის საკუთარ საჭიროებებზე მორგებას შეეცდება ამას ვეღარ შეძლებს”,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიმოიხილა და დამსწრეებს ცვლილებების ძირითადი არსი და შინაარსი გააცნო. მისი თქმით, ახალი რედაქციით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბალანსი უწყებებს, ასევე, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და სრულად აღკვეთს მომავალში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას. „ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას – „ქართულ ოცნებას” საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ის არ არის კოალიცია, ის არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ასე რომ, ჩვენ თავად დავუჭირეთ მხარი ამ ცვლილებებს, მოვამზადეთ ცვლილებები, რომლებიც მოახდენს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პრევენციას. ასე რომ, დიდი ალბათობით და მე შემიძლია, ეს დარწმუნებით გითხრათ, რომ მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტი იქნება მეტად დაბალანსებული და ოპოზიცია იქნება უფრო ძლიერი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, ასევე, აღნიშნულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„საკონსტიტუციო რეფორმით, საქართველო სრულად გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ექნება მიმდინარე პროცესების, ხელისუფლების აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უკეთ კონტროლის შესაძლებლობა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სახალხო დამცველის ოფისის მნიშვნელობა, სადაც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე. ჩვენ ვაგრძელებთ ორივე ინსტიტუციის გაძლიერებას და ვაგრძელებთ მათი შენიშვნებისა და მოსაზრებების ყურადღებით მოსმენას”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სასამართლო სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

სემინარის სასესიო მუშაობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მსჯელობით გაგრძელდა. საკუთარი მოსაზრებები საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გოგუაძემ და საჯარო პოლიტიკის საკითხებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის მმართველობის ინსტიტუტის მრჩეველმა საჯარო, ნოდარ თანგიაშვილმა წარმოადგინეს.

სესიას მოდერირებას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი უწევდა.

კომენტარები

ანსაბლეა მსჯელობა ნატო 2018-04-24
Tags ანსაბლეა მსჯელობა ნატო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შოიგუ აშშ-ს ავღანეთში ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებს ბრალს

შემდეგი სტატია

„ვფიქრობ, საქართველო სწორ გზას ადგას“

მსგავსი სტატიები

“ჩვენი მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”

“ჩვენი მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”

11 სექ 2018
TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა – აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა – აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

15 თებ 2019
ქვეითი პატრულები საზოგადოებრივ წესრიგს ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიცავენ

ქვეითი პატრულები საზოგადოებრივ წესრიგს ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიცავენ

01 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge