NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს

24 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, მსოფლიო, პოლიტიკა 712 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 97-ე სემინარს მასპინძლობს. სემინარის პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ იმსჯელეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, როი ალისონი დამსწრეებს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის გაფართოებულ რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ ესაუბრა. მომხსენებელმა რეგიონულ უსაფრთხოებაზე რუსეთის განვითარებადი სტარტეგიის ზეგავლენის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„რაც არ უნდა იყოს რუსეთის კონკრეტული სტრატეგია, ევროატლანტიკური საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს სოლიდარულ ურთიერთდამოკიდებულებას და ეს ასევე, ნიშნავს სოლიდარობას ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც ჩვენი მასპინძელი საქართველოა, რომელიც არის  ამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი”,- განაცხადა პანელის მოდერატორმა, ვილფრიდ მარტენსის ევროპული სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე  როლანდ ფრეუდენშტეინმა.

სესიის შემდეგი ნაწილი ეროვნულ პერსპექტივებზე მსჯელობას დაეთმო. საკითხის შესახებ საკუთარი მოსაზრებები დამსწრეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ, თურქეთის ელჩმა, ფატმა ჩერენ იაზგანმა, ბულგარეთის ელჩმა, დესისლავა ივანოვა-კოზლევამ და უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა გააცნეს.

დავით დონდუამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მხრივ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. მინისტრის მოადგილემ ბრიუსელის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიტის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი თვალნათელი ნაბიჯი გადაიდგას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

„პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენ ხელთ გვაქვს ალიანსის წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი”,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჩერენ იაზგანმა.

„ჩვენ გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი და ასევე, გვწამს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების შედეგად, გარემო იქნება მეტად უსაფრთხო როგორც საქართველოსთვის, ასევე ალიანსისთვის”,- განაცხადა  თურქეთის ელჩმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დესისლავა ივანოვა-კოზლევამ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩი შეეხო რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალ გამოწვევებსაც. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ბულგარეთის საელჩო ნატოს საკონტაქტო საელჩოა საქართველოში, თავისთავად მეტყველებს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერაზე. დესისლავა ივანოვა-კოზლევამ ყურადღება, ასევე,   ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.

„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო საქართველოს მიღწევები, რადგან ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა მასპინძლებმა რეფორმების კონტექსტში მიაღწია, ნამდვილად შთამბეჭდავია. უპირველეს ყოვლისა, ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ევროკავშირი და ნატო განსაზღვრულია, როგორც უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზანი”,- განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.

საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იგორ დოლგოვმა.

სემინარის მეორე სესიაზე, რომელსაც მოდერაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, რასა იუკნევიეციენე უწევდა, მონაწილეობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოეგმა მიიღეს.

ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები მძიმე პირობებს უქმნის ხელოვნური გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს. სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივებზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ისაუბრა.

„ეს არის ქმედითი ნაბიჯი, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა თანმიმდევრული და ძალიან პრინციპულია. იგი ორიენტირებულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათთვის მძიმე პირობების გაუმჯობესებასა და ასევე, ბარიკადების მიუხედავად, ხიდების აღდგენაზე, ნდობის მშენებლობაზე, დიალოგსა და შერიგებაზე”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოეგმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარების, უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევებისა და საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

როუზ-როსის 97-ე სემინარში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.

კომენტარები

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეა როუზ როსი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონი 2018-04-24
Tags ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეა როუზ როსი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ“

შემდეგი სტატია

სუს-მა სამტრედიის მერიის თანამშრომელი დააკავა

მსგავსი სტატიები

მაღრაძე: თუ ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ, თვალს ვერ გააწვდენენ ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად

მაღრაძე: თუ ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ, თვალს ვერ გააწვდენენ ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად

ნინო ჩხეიძე 23 მაი 2022
ღუდუშაური: საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე ხაბეიშვილისა და სააკაშვილის სხვა მონის თუ კომიკოსის ჰალუცინაციური მდგომარეობაა

ღუდუშაური: საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე ხაბეიშვილისა და სააკაშვილის სხვა მონის თუ კომიკოსის ჰალუცინაციური მდგომარეობაა

ირაკლი შალიკაშვილი 19 აპრ 2022
ირაკლი კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

15 იან 2018

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge