ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთი გააკრიტიკა ბელარუსული პროდუქტის იმპორტის შეზღუდვის გამო. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუნდაც რძის ბატალიები, შაქრის, რომელსაც ჩვენი უახლოესი პარტნიორი აწყობს, როდესაც საკუთარ ბაზარზე ჩვენს ნატურალურ პროდუქციას არ უშვებს“, – აცხადებს ლუკაშენკო. მისი თქმით მსოფლიოში ახლა სავაჭრო ომი მიმდინარეობს და „განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკა“.
ამავე გამოსვლაში მან გერმანიის კანცლერი მიგრაციული პოლიტიკის გამო შეაქო. მისი თქმით, მერკელი დაუმსახურებელ კრიტიკას იღებს.
„მან ევროპაში პირველად გააკეთა ეს: დაინახა, რომ გერმანიას სამუშაო ძალა არ ჰყოფნის და შესთავაზა ევროპას გააღოს კარი. თუ თავად ვერ ახერხებ სამუშაო ძალის შექმნას, საზღვარგარეთიდან შემოვიდეს“, – აცხადებს ლუკაშენკო.
კომენტარები