NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„კანონპროექტი მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებასა და პოლიციური კომპონენტების სკოლაში შეტანას არ გულისხმობს“

„კანონპროექტი მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებასა და პოლიციური კომპონენტების სკოლაში შეტანას არ გულისხმობს“

24 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 759 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მანდატურის ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი მანდატურის უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ბალანსს იცავს, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის.  მეზვრიშვილის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება იქნება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე.

„ასევე მნიშვნელოვანია კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თუ სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების საშიშროება არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. მოთხოვნა მანდატურის მიმართაც იზრდება და მანდატურის დანიშვნის წესი იცვლება. კერძოდ, მანდატურს სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს, რაც მის უფლებამოსილებას გარკვეულწილად გაზრდის. კანონპროექტი მანდატურის უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ბალანსს იცავს, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის, რადგან ყველა ღონისძიებაში, რასაც მანდატური განახორციელებს, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის წარმომადგენელი, მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. მოსწავლის უფლებები მაქსიმალურად დაცული იქნება. კანონპროექტი მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებასა და რაღაც პოლიციური კომპონენტების სკოლაში შეტანას არ გულისხმობს. სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის და ეს კანონპროექტი მიზნად ამას არ ისახავს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

განათლების რეფორმა კამერები მანდატურები ნათია მეზვრიშვილი პოლიციური კომპონენტი 2018-04-24
Tags განათლების რეფორმა კამერები მანდატურები ნათია მეზვრიშვილი პოლიციური კომპონენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ერთგული” ერთი წლისაა

შემდეგი სტატია

გიგი წერეთელი: ეუთო სომხეთის დემოკრატიულ გზას მხარს დაუჭერს

მსგავსი სტატიები

Samsung Galaxy A9 – ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა

Samsung Galaxy A9 – ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა

04 დეკ 2018

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს“

15 ნოე 2018

თამარ ხულორდავა რუმინეთის პარლამენტის სპეციალური ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

06 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge