NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დანაშაულის დაფარვისთის სანქციების გამკაცრებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დანაშაულის დაფარვისთის სანქციების გამკაცრებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

24 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, სამართალი 360 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დანაშაულის დაფარვის სანქციების გამკაცრების შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას და ადეკვატური სასჯელების გამოყენებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებთან არ თანამშრომლობენ და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ფარავენ.

სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, სასჯელების დიფერენცირება დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით მოხდება. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან პოლიციისთვის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. დღეს არსებული სანქციების მიხედვით, აღნიშნული სახის დანაშაულები, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ალტერნატიულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ჯარიმის და შინაპატიმრობის სახით.

კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

კომენტარები

დანაშაულის დაფარვა ნათია მეზვრიშვილი სისხლის სამართალი შსს 2018-04-24
Tags დანაშაულის დაფარვა ნათია მეზვრიშვილი სისხლის სამართალი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბათუმში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

შემდეგი სტატია

პესკოვი: ვიმედოვნებთ, რომ სომხეთში წესრიგი შენარჩუნდება

მსგავსი სტატიები

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – საქმის განხილვა გადაიდო

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – საქმის განხილვა გადაიდო

22 იან 2018

კახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

11 დეკ 2017
კობახიძე: აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი

კობახიძე: აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი

27 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

    გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge