სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი უახლოეს საათებში სომხეთში ჩასვლას გეგმავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ივანიშვილის სააგენტო ისტერიულად ავრცელებს, რომ მე სომხეთში ვაპირებ ჩასვლას. გული უსკდება ოლიგარქს და ასეთი გზით ცდილობს ჩემი გადაადგილების მარშრუტის გაგებას. და ისე, თბილისში ერევნის გავლით ჩასვლა რა საჭიროა? სანამ დროა სტაფილოს წვენი სვი ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე“,-წერს სააკაშვილი.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/1928786817151690
კომენტარები