NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს დაფარავენ, მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“

„ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს დაფარავენ, მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“

24 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 352 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, მკვლელობას დაფარავენ, მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მეზვრიშვილის განცხადებით, პრაქტიკამ გამოავლინა, რომ ბოლო პერიოდში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის შემთხვევები დაფიქსირდა.

„პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა, რომელთაც ვალდებულება ეკისრებათ, პოლიციას დანაშაულის შესახებ შეატყობინონ და დანაშაული არ დაფარონ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშუალები დაფარეს. ამგვარი დანაშაულის მიმართ დღევანდელი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია, შესაბამისად, სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოვედით.

თუ დღეს მოქმედ კანონსა და ცვლილებებს ერთმანეთს შევადარებთ, გეტყვით, რომ დღევანდელი კანონმდებლობა მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შეუტყონებლობისთვის საკმაოდ დაბალ და ერთსა და იმავე სანქციას ითვალისწინებს. ცვლილებებით კი დანაშაულის დიფერენცირება დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ხდება და იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს – მკვლელობას დაფარავენ, საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მათ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა დაეკისრებათ, რადგან პროექტი ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ეს საზოგადოების მიმართ ერთგვარი მესიჯია, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

კომენტარები

დანაშაულის დაფარვა მკაცრი პასუხისმგებლობა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ნათია მეზვრიშვილი 2018-04-24
Tags დანაშაულის დაფარვა მკაცრი პასუხისმგებლობა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ნათია მეზვრიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგი წერეთელი: ეუთო სომხეთის დემოკრატიულ გზას მხარს დაუჭერს

შემდეგი სტატია

შოიგუ აშშ-ს ავღანეთში ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებს ბრალს

მსგავსი სტატიები

“უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა” – საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება

“უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა” – საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივნ 2019

ირაკლი კობახიძე მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

08 იან 2018
“უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო. ყველამ იცის, რომ ეს ორგანო, რეალურად აღარ არსებობს”

“უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო. ყველამ იცის, რომ ეს ორგანო, რეალურად აღარ არსებობს”

ნინო ჩხეიძე 03 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge