NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკს ეწვევა

მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკს ეწვევა

23 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის 23-25 აპრილს ვიცეპრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში – High level meeting on peacebuilding and sustaining peace. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებული ტერიტორიების სახით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ასევე ისაუბრებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

გენერალური დებატების ფარგლებში გაერო-ში საქართველოს ორგანიზებით გაიმართება პარალელური ღონისძიება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თემაზე – Achieving sustainable peace based on the respect of human rights, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი დამსწრე საზოგადოებას მიაწოდებს ინფომაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გენერალურ დებატებში მონაწილე გაეროს წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის დელეგატები დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარები

აშშ გაერო მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკი საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018-04-23
Tags აშშ გაერო მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკი საგარეო საქმეთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზახაროვა: რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება

შემდეგი სტატია

გვარამია: „რ2-ის პარტიულ რუპორობაზე რომ ყრანტალებენ, მისი დამფინანსებელი პარტიის სინქრონში“

მსგავსი სტატიები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018

ქართველი მასწავლებელი ბავშვებს ინგლისურს 2 pac-ის სიმღერაზე ასწავლის (ვიდეო)

18 ოქტ 2017
მამუკა ბახტაძე იან კელის შეხვდა

მამუკა ბახტაძე იან კელის შეხვდა

08 იან 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge