NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ზღვა

მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ზღვა

23 აპრ 2018 ახალი ამბები 553 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებს სიტყვით მიმართა.

სემინარზე სახელწოდებით – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში”, მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეფორმების დღის წესრიგი და პერსპექტივები.

“დღევანდელი სემინარის ძირითადი თემაა საქართველო და შავი ზღვის როლი რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ბრძანდებით აჭარაში, საქართველოს მხარეში რომელიც განსაკუთრებულად აქტიურად ვითარდება და წარმოადგენს სახეს, იმისა თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს შავიზღვისპირეთი, რა მიდგომები და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები უნდა არსებობდეს. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ დიდ პროგრესს, რომელიც მიღწეულია აჭარაში და ბათუმში” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. მინისტრი ასევე შეეხო ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხებს, რომელსაც მისი თქმით საქართველო კარგად მომზადებული ხვდება.

“ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, ასევე გამოითქვა სურვილი ნატოს მხრიდან, რომ გავაღრმავოთ დიალოგი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ აუცილებლად  გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტ კონტრიბუტორს გახდის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, თანამშრომლობის ზღვა და ამას რა თქმა უნდა მივაღწევთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხიელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სიკეთეებით იქ მცოხვრებმა მოსახლეობამ ისარგებლოს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პულისმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი ქ. ბათუმში 23-25 აპრილს იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

​

კომენტარები

მიხეილ ჯანელიძე შავი ზღვა 2018-04-23
Tags მიხეილ ჯანელიძე შავი ზღვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

EXFER კლიენტებს განახლებულ ინტერფეისსა და მათ მოთხოვნებზე მორგებულ მარტივ პლატფორმას სთავაზობს

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი, ვითარდება და დღეს არის წინაპირობა იმისა, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

მსგავსი სტატიები

ეს კანონი დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე – არასამთავრობოები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტზე

ეს კანონი დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე – არასამთავრობოები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტზე

News 18 მარ 2019

სერიალ Westworld-ის მე-2 სეზონის მოლოდინში

06 ოქტ 2017

დავით ქაცარავა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

24 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge