NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის

კობახიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის

23 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 355 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სემინარის თემა – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ ნამდვილად მიმზიდველია, რადგან, მისივე თქმით,შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გასულ წელს განხორციელებულისაკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ეს უკვე კონსტიტუციურ დონეზე არის გარანტირებული.

„ 2016 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათლად იყოხაზგასმული, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. გარდა ამისა, აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო გამყარდაკონსტიტუციურ დონეზე გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ჩარჩოში. ახლა კონსტიტუცია განსაზღვრავს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორცსაქართველოს ყველა კონსტიტუციური ორგანოს კონსტიტუციურ მიზანს.

დღესდღეობით, ევროატლანტიკურიინტეგრაცია მყარად არის გარანტირებული, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. იგი გამოხატავს ქართველი ხალხის ღრმა მისწრაფებას და არისღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. მინდა მოგახსენოთ, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაცწარმოდგენილი ჰქონდათ პროევროპული და პროევროატლანტიკური პლატფორმა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაშინ როდესაც ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ კურსსგააჩნია გადამწყვეტი და მზარდი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მიერ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შავი ზღვის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვალებადი გეოპოლიტიკური წესრიგისა და მასთან დაკავშირებულისაფრთხეების გათვალისწინებით, მჭიდრო შავი ზღვის თანამშრომლობა არის და უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი. რეგიონულუსაფრთხოებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ უმთავრეს გამოწვევად რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა დაასახელა.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ქმედებებმარეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპულიუსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. ეხლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებსოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნებისტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

„საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისათვის, რომ აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც მიმართულიასაქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, და რომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზრვრავს ოკუპაციის გზით,სრულიად მიუღებელია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის საწინდარი რეგიონის თავისუფლებისმოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა.

„წარმოვადგენთ რა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენ გვწამს, რომ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების საწინდარი გახლავთ თანამშრომლობა რეგიონისთავისუფლების მოყვარულე ერებს შორის, რადგან შავი ზღვა წარმოადგენს პოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზს, თუმცა ასევე გვთავაზობს აგრესიის წინააღმდეგ მიმართულკონცენტრირებული ქმედებების შესაძლებლობას. მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში უდიდეს შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ წარმატებულად ვითანამშრომლოთბიზნესის, ენერგეტიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტებმა სამმხრივი ფორმატი შეიმუშავეს, რომელიც ევროატლანტიკური კურსის გაძლიერებასა და საერთოინტერესების მისაღწევად მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

„ჩვენ, რეგიონის მშვიდობიანმა ქვეყნებმა ასევე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები, რათა ენთუზიაზმით განვაგრძოთ ხიდების მშენებლობა დადაბრკოლებების აღმოფხვრა.ჩვენ გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა ამ ტურბულენტურ ეპოქაში არის რეგიონალური ქვეყნებისევროატლანტიკური მისწრაფების გაძლიერება. შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნების წარმატებული განვითარება, რომლებიც უკვე წარმოადგენენ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს,შესანიშნავი მაგალითია ამ ორგანიზაციების ეფექტური სტაბილიზაციისა. ნაცრისფერმა ზონებმა გაამწვავა უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც კარგად უნდა გააცნობიერონ მეგობრებმაც დამოწინააღმდეგეებმაც და მიიღონ შესაბამისი ზომები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და ნატომ, შიდა სირთულეების მიუხედავად, გაფართოებისგან თავი არ უნდა შეიკავონ. მისი შეფასებით,არსებული გეოპოლიტიკური გარეოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა ევროპის კონტინენტზე გავლენის ზონების და გამყოფი ხაზების წარმოქმნას გამოიწვევს.

„ევროკავშირმა და ნატომ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ევროკავშირმაც და ნატომაც უფრო აქტიურადითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ მათი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომოკური მისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობისგაძლიერებაში.

არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა გამოიწვევს გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას ევროპის კონტინენტზედა წაახალისებს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომლებიც სრულიად შეუქცევადი შეიძლება გახდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნატოს წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ქვეყანა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს ასრულებს.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო შექმნა.

„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველო ასრულებს საკუთარი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რათა უზრუნველყოს ნატოს წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება.ახლახანს ჩატარებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ შექმნა გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობასსხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, და ამრიგად ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოშიგაწევრიანებისათვის. 10 წლის წინ ნატოს წევრი ქვეყნები ბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ დროისგანმავლობაში, ჩვენ წარმატებით დავამყარეთ ნდობა და პარტნიორული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან. დღეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება და დავიწყოთ ერთობლივი სვლაწარმატებისაკენ უფრო მეტი გამბედაობითა და შემართებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარის მონაწილეებს მიმართა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,დისკუსიაში – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგი“ მიიღო მონაწილეობა. სემინარს საქართველო 23 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლითუმასპინძლებს.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე ნატო ნატო-ში გაწევრიანება საქართველო 2018-04-23
Tags ირაკლი კობახიძე ნატო ნატო-ში გაწევრიანება საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩერგოლეიშვილი: „მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფს რ2-ის დირექცია მიშას“

შემდეგი სტატია

„არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“

მსგავსი სტატიები

ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონი დააზიანა

ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონი დააზიანა

10 იან 2018
ცოტნე გამსახურდია – შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს, ამიტომ მე ვწყვეტ შიმშილობას

ცოტნე გამსახურდია – შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს, ამიტომ მე ვწყვეტ შიმშილობას

26 დეკ 2018
ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები პროკურატურისგან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ

ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები პროკურატურისგან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ

01 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

  • „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ

    „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge