ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებს მხოლოდ ის ადარდებთ, რომ „რუსთავი 2“ მათი არაა. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.
„ყველაზე საინტერესო და კომიკური მაინც ისაა, ჟურნალად ვერშემდგარი, ტელევიზიად ვერშემდგარი და ინტერნეტსააგენტოდ ჩამოლაბორანტებული პარტიული პრესცენტრი „ტაბულა“ და მისი ჟურნალისტები, ლამის ცნობიერების გაორება რომ დაეწყოთ იმის გარკვევაში, პოლიტიკაში არიან თუ ჟურნალისტკიაში, რ2-ის პარტიულ რუპორობაზე რომ ყრანტალებენ, მისი დამფინანსებელი პარტიის სინქრონში.
სინამდვილეში, ევსაქებს ხომ მხოლოდ ის ადარდებთ, რომ რ2 მათი არაა ექსკლუზიურად. თორემ ჩვენსავით სრულად და პოზიტიურად მათ არავინ არ აშუქებს საერთოდ. უბრალოდ, მთავარი წუხილი ისაა, მათ რატომ არ ვეძღვნებით სრულად და რატომ ვაარსებებთ ნიუსსტრიმში მიშა სააკაშვილს. ამაზე ღვრიან დუჟს, ვერ მიეჩვიენ რიგითები რომ არიან და მათზე მნიშვნელოვანიც ხდება რამე. ტაბულა უნდათ მოკლედ რ2-ისგან და ამოყირავდნენ დარდით, რომ თამარ ბაღაშვილისგან სალომე უგულავა ვერ გააკეთე“, – წერს გვარამია.
ყველაზე საინტერესო და კომიკური მაინც ისაა, ⭕️ჟურნალად ვერშემდგარი, ⭕️ტელევიზიად ვერშემდგარი და ⭕️ინტერნეტსააგენტოდ…
Posted by Nika Gvaramia on კვირა, 22 აპრილი, 2018
კომენტარები