თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის საქმეზე მისთვის გამოტანილ განაჩენს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.
„ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად, მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ, ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ასრულებენ ასეთ ბინძურ დავალებებს“,-წერს ახალაია.
ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო,…
Posted by ბაჩო ახალაია / Bacho Akhalaia on ორშაბათი, 23 აპრილი, 2018
კომენტარები