ერევანში უკვე მე-11 დღეა საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ოპოზიცია და მომიტინგეები პრემიერმინისტრის სერჟ სარქსიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. გუშინ საღამოს, ერევანის ცენტრში 160 ათასამდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, ხოლო დღეს აქციები უკვე რამდენიმე ქალაქში დაიწყო. მომიტინგეები რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სომხეთის პოლიცია ოპოზიციონერთა ნაწილი დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს, ერევნის ცენტრში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქცია-მსვლელობას სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები შეუერთდნენ. სომხური მედიის ნაწილის ინფორმაციით, ისინი სამხედრო პირები არიან. მათი თქმით, ისინი „ხალხის მხარეს არიან“.
კომენტარები