ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის 97-ე სემინარი მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ. სიტყვით გამოვლენ და კონფერენციის ფარგლებში გამართულ დიკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონული საკითხების შესახებ იმსჯელებენ.
როუზ-როსის 97-ე სემინარში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
კომენტარები