NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არჩილ კაიკაციშვილი: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნები მიუთითებენ ერთადერთზე – პოლიტიკაში ახალი სახეები უნდა გამოჩდნენ

არჩილ კაიკაციშვილი: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნები მიუთითებენ ერთადერთზე – პოლიტიკაში ახალი სახეები უნდა გამოჩდნენ

23 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხარისხის შეფასებებზე გამოქვეყნდა, მიუთითებენ ერთადერთზე – საჭიროა ახალი პოლიტიკა, ხალხის თანამონაწილეობის გაზრდა ქვეყნის მმართველობით პროცესში და ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლა. სწორედ ასეთი შესაძლებლობების გაჩენით იქნება შესაძლებელი მოსახლეობის გარკვეული სკეპტიციზმის შეცვლა და ნდობის აღდგენა სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნები, ობიექტურად ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მკვეთრ პასუხებს მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაკეთებულ შეფასებებზე. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნებს შორის განსხვავებები მაინც არსებობს. „Freedom House“-ის ანგარიში ცალმხრივად განიხილავს მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის მაჩვენებლებს, არ ეყრდნობა დამოუკიდებელ წყაროებს და მიდრეკილია ტენდენციურობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ „Freedom House“-ის ანგარიში ქართულ მედიას უწოდებს კრიტიკულს და მრავალფეროვანს, დასაბუთებული არ არის რომელიმე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ვარაუდებზე მითითება. ამასთან, ტელეკომპანიებს შორის მფლობელთა ცვლილება განხილული არ არის კომერციული ინტერესების საფუძვლებიდან. ამასთან, გაუგებარი რჩება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის კრიტიკა ძალაუფლების კონოლიდაციაზე მითითებით, ვინაიდან საკონსტიტუციო რეფორმა, ხარვეზების მიუხედავად, ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, არ ტოვებს ძალაუფლების კონსოლიდაციის საფრთხეს. რაც შეეხება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, დასმული საკითხთა განხილვით მეტ შინაარსობრივ დასაბუთებას იძლევა და ეფუძნება დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებს, მათ შორის საჯარო უწყებების მონაცემებსა და საზოგადოებრივი პროცესის დამოუკიდებელ ანალიზს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის შეფასებით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნებში სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები უკიდურესად საყურადღებოა. ორგანიზაცია სრულად ეთანხმება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების დროს პროცესულაურ დარღვევებზე მითითებებს და საქმეთა გადატვირთულობის შესახებ ჩანაწერს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სასამართლო სისტემაში უფლებების დაცვის შესაძლებლობებსა და საერთო მდგომარეობაზე. ანგარიშებში დამაფიქრებელია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეაგირებას მოითხოვს ცალკეული მოსამართლეების უფლებამოსილების განხორციელების შეფასებები, რომელთა საერთო ანალიზი, არ გამორიცხავს სასამართლო სისტემაში, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე კორუფციულ გარიგებათა არსებობას. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმე. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ორგანიზაცია აშშ-ის საელჩოსთან საქართველოში აგრძელებს კომუნიკაციას კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევის საქმეზე სამართალწარმოების პროცესს. საქმეზე ინტერესი აშშ საელჩოს მხრიდან 2018 წლის იანვარში გამოითქვა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომპანიები და არ ხდება საზოგადოებრივი აზრის მიუკერძოებელი შესწავლა. საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები ქვეყნის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, ხშირად უთითებენ ეროვნულ დონეზე მოქმედი იმ ორგანიზაციების პოზიციებს, რომელთა შეხედულებები, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებრივი პოზიციებისგან რადიკალურად განსხვავებულია. იმ ვითარებაში, როდესაც სახეზეა ანტიპარტიული განწყობები, არ არსებობს თავისუფალი ფული და ბლოკირებულია საგრანტო პოლიტიკა, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ ეძლევათ განვითარების შესაძლებლობები, ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს ანალიტიკური აზროვნება, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ამუხრუჭებს დემოკრატიულ პროცესების ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარებას, არამდგრადს ხდის ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებსა და საფუძველი ხდება დაშვებულ იქნეს ცალკეული ცდომილებები საერთაშორისო შეფასებებში.

კომენტარები

არჩილ კაიკაციშვილი კვლევა მთავრობა 2018-04-23
Tags არჩილ კაიკაციშვილი კვლევა მთავრობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარია ზახაროვას განცხადებას ლევან იზორია გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

შიშველმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ნეშვილის რესტორანში ცეცხლი გახსნა

მსგავსი სტატიები

ლომჯარია, უნამუსო ადამიანი ხარ … გამოგიყვანთ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე

ლომჯარია, უნამუსო ადამიანი ხარ … გამოგიყვანთ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2019

ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნების” პოლიტიკური მიზანია, ქვეყანამ აირჩიოს, კანდიდატი, რომელიც მოემსახურება კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს

19 სექ 2018
ბრიტანელი ექსპერტები ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ

ბრიტანელი ექსპერტები ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ

27 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge