NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“

„არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“

23 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 358 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ჩვენების მცირე ნაწილს გაზეთი „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, რომ მოკლული მისი და ნათელა გაბოძის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, რის გამოც ის 13 აპრილს თამარ გამრეკელაშვილთან ურთიერთობის გასარკვევად მივიდა. ამასთან, ბრალდებულის ინფორმაციით, 2017 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის და ნათელა გაბოძე კვლავ ერთად ცხოვრობდნენ.

„13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევირბინე “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა.

გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი „კრესლოში“, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, – აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

ბარნოვის ქუჩა ვეფზია ბაქრაძე თამარ გამრეკელაშვილი მოკლული ნათელა გაბოძე ჩვენება 2018-04-23
Tags ბარნოვის ქუჩა ვეფზია ბაქრაძე თამარ გამრეკელაშვილი მოკლული ნათელა გაბოძე ჩვენება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კობახიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის

შემდეგი სტატია

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს Bridgestone-ის ბრენდის ეკო საბურავებს სთავაზობს!

მსგავსი სტატიები

„ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს, ეფექტურია, თუმცა ტურიზმის სექტორს დამატებითი სტიმულები და მეტი კაპიტალიზაცია სჭირდება“

„ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს, ეფექტურია, თუმცა ტურიზმის სექტორს დამატებითი სტიმულები და მეტი კაპიტალიზაცია სჭირდება“

12 სექ 2018

The Economist: ვლადიმერ პუტინი “XXI საუკუნის მეფე”

27 ოქტ 2017

ანტიკორუფციულმა სააგენტომ  ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა

სოსო ელისაშვილი 12 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge