NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯანელიძე: ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

ჯანელიძე: ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

23 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 388 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს შედეგი მიღწეულია ბოლო წლების განმავლობაში”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მიხეილ ჯანელიძე აჭარის რეგიონს ეწვია, სადაც ნატო-ს კვირეულის ფარგლებში  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო სექტორის,  მედიის წარმომადგენლებთან,  სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან   შეხვედრა გამართა. მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

“ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს შედეგი მიღწეულია ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ გეგმაზომიერი, კარგად გააზრებული და გონივრული ნაბიჯებით, რითიც ვაძლიერებთ ჩვენს უსაფრთხოებას და  საბოლოო მიზნისაკენ სწრაფვას, რომელიც უკავშირდება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.” – აღნიშნა ჯანელიძემ.

მისი განცხადებით, საქართველოს ევრო-ატლატიკური ინტეგრაციის პროცესი არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და  უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას.

“როდესაც ჩამოდიხარ ბათუმში, ხვდები, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ძალიან სწრაფად და სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ძალიან კარგი მომავალი აქვს. დღეს ჩვენ აჭარაში ვხედავთ სწორი განვითარების პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი  საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელი, რადგანაც მას უკავშირდება ძალიან ბევრი რეფორმა და ღონისძიება და ეს ღონისძიებები გარდაქმნის ჩვენს ქვეყანას ძლიერ, დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ.” – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ისაუბრა  ნატო-ს დღეების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართულ და დაგეგმილ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ ეს შეხვედრები ემსახურება ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მან  თვითმმართველობის წარმომადგენლებს  მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.  “საქართველოს მთავრობა მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთით, ჩვენი მოსახლობის არჩევანია დასავლური, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ყველანი ვემსახურებით ამ დაკვეთას” – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

მიხეილ ჯანელიძე ნატო 2018-04-23
Tags მიხეილ ჯანელიძე ნატო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართული ფილმის ტრიუმფი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

შემდეგი სტატია

„რუსეთი  ოკუპანტია“ – აქცია ლარსისკენ მიმავალ გზაზე

მსგავსი სტატიები

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

03 ნოე 2017
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს – რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს – რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

01 სექ 2017

უახლესი ამბები

  • “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

    “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

  • ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

    ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

  • ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

    ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

  • მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

    მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

  • გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

    გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

  • მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

    მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

  • Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

    Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge