ლარსისკენ მიმავალ გზაზე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები რუსული ნომრიანი მანქანის მძღოლებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნას შეძახილებით – „რუსეთი ოკუპანტია“ ცდილობდნენ. მოქალაქეები სოფელ ქერედან ორი დღს წინ გატაცებული აკაკი მისირელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში რუსმა სამხედროებმა 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულის თანასოფლელების თქმით, დაკავებისას აკაკი მისირელი საკუთარ ბაღში საქონელს აძოვებდა. ფაქტს თვითმხილველი არ ყავს.
კომენტარები